თავში

NASA: ჩვენს გალაქტიკაში 300 მილიონი პოტენციური საცხოვრებელი პლანეტაა

NASA: ჩვენს გალაქტიკაში 300 მილიონი პოტენციური საცხოვრებელი პლანეტაა
NASA: ჩვენს გალაქტიკაში 300 მილიონი პოტენციური საცხოვრებელი პლანეტაა

აშშ-ის "კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის" საშუალებით, NASA-მ გალაქტიკაში 300 მილიონი პოტენციური საცხოვრებელი პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ CNN წერს.

"ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე, 300 მილიონი პოტენციურად საცხოვრებელი პლანეტაა, რაც ნიშნავს კლდოვან პლანეტებსა და მათ ზედაპირზე წყლის არსებობას", - განაცხადა NASA-ს მკვლევარმა.

მკვლევართა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები საბოლოო არ არის და პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის მანიშნებელი ერთადერთი ფაქტორი წყალია, მათთვის ძალიან ამაღელვებელია იმის დადგენა და გამოთვლა, რომ ამდენ პლანეტაზე პოტენციური საცხოვრებელი აღმოჩნდა.

NASA-ს შეფასებით, გალაქტიკაში დაახლოებით 100-დან 400 მილიარდი ვარსკვლავია. ცაზე ყველა ვარსკვლავი ერთ პლანეტას მაინც მასპინძლობს, რაც ნიშნავს, რომ იქ, სავარაუდოდ, ტრილიონობით პლანეტაა და მკვლევარებმა მხოლოდ 300 მილიონი პოტენციური საცხოვრებელი პლანეტა აღმოაჩინეს.

NASA-მ განაცხადა, რომ პლანეტებზე დაკვირვება 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი განმარტებით, ეს იყო გლობალური თანამშრომლობა NASA-ს მეცნიერებთან, რომლებიც კეპლერის მისიაზე მუშაობდნენ. ცნობილია, რომ კვლევაში ბრაზილიიდან დაწყებული დანიით დამთავრებული საერთაშორისო სააგენტოს მკვევარები იღებდნენ მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system