თავში

NASA მარსის ქვიშის დიუნების ფოტოს აქვეყნებს - PHOTO

NASA მარსის ქვიშის დიუნების ფოტოს აქვეყნებს
NASA მარსის  ქვიშის დიუნების ფოტოს აქვეყნებს  - PHOTO

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) მარსზე, ყინულის კრატერში, ზოლიანი ქვიშის დიუნების ფოტოს აქვეყნებს.

როგორც NASA-ში აღნიშნავენ, კრატერის დიამეტრი დაახლოებით ხუთ კილომეტრს შეადგენს და იგი მარსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

კრატერის ქვედა ნაწილს მრავალფეროვანი ტექსტურა და ზოლიანი შაბლონები ახასიათებს, რომლებიც გველის ტყავს მოგვაგონებს, რაც ყინულის სუბლიმაციაზე მიანიშნებს.

 მარსის დიუნები ნახშირორჟანგის (ე.წ. მშრალი ყინული) არაერთგვაროვანი ფენებით არის დაფარული, რის გამოც მათზე ბნელი და ნათელი ზოლები წარმოიქმნება. მშრალი ყინული არ დნება, არამედ სუბლიმირებს, პირდაპირ გაზად გარდაიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system