თავში

NASA-ს ასტრონავტები Crew Dragon-ის კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ - VIDEO - PHOTO

NASA-ს ასტრონავტები Crew Dragon-ის კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ
NASA-ს ასტრონავტები Crew Dragon-ის კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ - VIDEO - PHOTO

NASA-ს ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაუგ ჰარლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მექსიკის ყურეში, პენსაკოლას სანაპიროზე ადგილობრივი დროით 2:48 წუთზე SpaceX-ის კაფსულით "Crew Dragon"-ით დედამიწაზე დაეშვნენ.  

NASA-ს ადმინისტრატორის ჯიმ ბრაიდენსტინის თქმით, მისია წარმატებული აღმოჩნდა და ამით ადამიანების კოსმოსში მოგზაურობის ახალი ეპოქა დაიწყო.

კოსმოსური ხომალდი 30 მაისს გაფრინდა, ხოლო 31 მაისს ორბიტაზე მყოფი სადგურის მოდულს დაუკავშირდა. მათ კაფსულაში 64 დღე გაატარეს, ამ დროში მათ უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარეს.

"დღეს ჩვენ მართლაც შევქმენით ისტორია,” - განაცხადა ბრაიდენსტინმა.  

”გილოცავთ SpaceX-ს და NASA- ს პირველ წარმატებულ ფრენას", - წერს ილონ მასკი Twitter- ზე

"დიდი შვება იყო, როდესაც ბობ ბენკენი და დაუგ ჰარლი კაფსულიდან გადმოვიდნენ, იღიმებოდნენ და ძალიან მხიარულად გამოიყურებოდნენ, ეს საუკეთესო მომენტი იყო", - განაცხადა SpaceX– ის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა.

სანაპირო დაცვის შეზღუდვებისა და უსაფრთხოების რისკების მიუხედავად, მაყურებლები კერძო ნავებით ათეულობით კილომეტრის მოშორებით სანახაობას უყურებდნენ. 

დაშვების შემდეგ სამაშველო გემი ხომალდის ამოსაყვანად და ასტრონავტების კაფსულიდან გამოსაყვანად გაემართა. ასტრონავტებს, ბენკენისა და ჰარლის სანაპიროზე გადაყვანამდე აუცილებელი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system