თავში

NASA-ს ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა ხვალ იგეგმება

​NASA-ს ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა ხვალ იგეგმება
NASA-ს ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა ხვალ იგეგმება

ამერიკელი ასტრონავტები ტომ მარშბერნი და კაილა ბერონი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში ხუთშაბათს, 2 დეკემბერს გავლენ. ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) პრესსამსახურმა განაცხადა.

ამერიკელი ასტრონავტებისთვის ღია კოსმოსში რიგით 78-ე მუშაობა თბილისის დროით 16:10 საათზე დაიწყება. მარშბერნისა და ბერონის გასვლა დაახლოებით 6,5 საათს გაგრძელდება. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან მათ დახმარებას ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი მათიას მაურერი გაუწევს, რომელიც Canadarm-2 მანიპულატორის მუშაობას გააკონტროლებს.

ასტრონავტების მისია, რომელიც მანამდე 30 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გაუქმდა იმის გამო, რომ "სადგურს ნამსხვრევები უახლოვდებოდა“.

"NASA-მ დაადგინა, რომ ნამსხვრევების ორბიტა არ წარმოადგენს ტომ მარშბერნისა და კაილა ბერონის მიერ დაგეგმილი გასვლისთვის რისკს არ წარმოადგენს. სადგურზე გაუმართავი ანტენის ჩანაცვლების მიზნით კოსმოსში გასვლა ხუთშაბათს, 2 დეკემბერს არის დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system