თავში

NASA-ს ლეგენდა - კეტრინ ჯონსონი გარდაიცვალა

​NASA-ს ლეგენდა - კეტრინ ჯონსონი გარდაიცვალა
NASA-ს ლეგენდა - კეტრინ ჯონსონი გარდაიცვალა

NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი, რომელიც სააგენტოში უამრავი მისიის ტრაექტორიის გამოთვლას ახორციელებდა. 101 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა.

"ჩვენ ცნობილი მათემატიკოსის, კეტრინ ჯონსონის გარდაცვალებით დამწუხრებულები ვართ. დღეს მის 101-ე წელს აღვნიშნავთ და მის დიდებულ მემკვიდრეობას პატივს მივაგებთ, რომელმაც რასობრივი და სოციალური ბარიერები დაანგრია", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ჯონსონმა NASA-ში მუშაობა 1953 წელს დაიწყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ის სააგენტოში კომპიუტერული ასტრონომიული ნავიგაციით იყო დაკავებული. კერძოდ, ისეთი პროექტების ტრაექტორიები გამოთვალა, როგორიცაა "მერკური", "სპეის შატლი", "აპოლონ 11-ის" მისია მთვარეზე 1969 წელს.

2015 წელს მაშინდელმა აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ ის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system