თავში

ნათალ სალესი"ჰეზბოლას" ევროპაში ამონიუმის ნიტრატის შენახვაში ადანაშულებს

ნათალ სალესი"ჰეზბოლას" ევროპაში ამონიუმის ნიტრატის შენახვაში ადანაშულებს
ნათალ სალესიჰეზბოლას ევროპაში ამონიუმის ნიტრატის შენახვაში ადანაშულებს

"შეიარაღებულმა, ტერორისტულმა ჯგუფმა "ჰეზბოლამ" ქიმიკატები, რომელთა გამოყენებისას ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებაა შესაძლებელი, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეინახა", - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ნათალ სალესმა, ამერიკის ებრაელთა კომიტეტის მიერ გამართულ ონლაინ ფორუმზე გააკეთა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ანტიტერორისტულ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, ნათან სალესმა განაცხადა, რომ "ჰეზბოლამ" ბოლო წლების განმავლობაში ამონიუმის ნიტრატი ბელგიიდან საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გადაიტანა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ისინი ნივთიერებებს მთელ ევროპაში კვლავ ინახავენ. 

ონლაინ ფორუმზე სალესმა განმარტა, თუ რატომ ინახავს "ჰეზბოლა" ასაფეთქებელ ნივთიერებას ევროპაში.

”რატომ დააგროვებდა "ჰეზბოლა" ამონიუმის ნიტრატს ევროპის მიწაზე? პასუხი გასაგებია, "ჰეზბოლა" ამ იარაღს ათავსებს ისე, რომ მან დიდი ტერორისტული თავდასხმების განხორციელება შეძლოს, მაშინ, როდესაც თეირანში მყოფი ბატონები ჩათვლიან საჭიროდ. ჰეზბოლა არის ტერორისტული ორგანიზაცია", - დასძინა მან.

სალესის თქმით, ამონიუმის ნიტრატი არის ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სასუქად, მაგრამ მისგან ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება შესაძლებელია. მან ასევე დასძინა, რომ მისი საწყობში შენახვა ძალზე საშიშია. სალესმა გასულ თვეს მომხდარი, ბეირუთის მასშტაბური აფეთქება გაიხსენა.

ონლაინ-ფორუმზე, რომელსაც ამერიკის ებრაელთა კომიტეტმა უმასპინძლა, სალესმა მოუწოდა ქვეყნებს, აკრძალონ "ჰეზბოლა" და მათი ქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system