თავში

NATO ადასტურებს, რომ რუსეთთან შეხვედრა 12 იანვარს იგეგმება

​NATO ადასტურებს, რომ რუსეთთან შეხვედრა 12 იანვარს იგეგმება
NATO ადასტურებს, რომ რუსეთთან შეხვედრა 12 იანვარს იგეგმება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მომავალ კვირას მოკავშირეთა ელჩების რუსეთის მაღალჩინოსნებთან სპეციალური შეხვედრა დაგეგმა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ორივე მხარე უკრაინასთან დაკავშირებით ღია კონფლიქტის პრევენციის მიზნით დიალოგისკენ ისწრაფვის.

სააგენტო აღნიშნავს, რომ უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით ღრმად შეშფოთებული ალიანსი რუსეთ-NATO-ს საბჭოს სხდომის ჩატარებას რამდენიმე თვეა ითხოვს.

საბჭოს სხდომა 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართება. მანამდე, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები 10 იანვარს ჟენევაში უსაფრთხოების მოლაპარაკებებს გამართავენ.

"რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ორმხრივობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, უნდა ითვალისწინებდეს NATO-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით... და NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ ბრიუსელში NATO-ს შეხვედრას რუსი ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ამის შემდეგ, 13 იანვარს მოლაპარაკებები ვენაში დაფუძნებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფართო ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც შედიან აშშ და NATO-ს მოკავშირეები, ასევე რუსეთი, უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system