თავში

NATO ალიანსის ბიუჯეტში თანხების შეტანის ახალ სქემას ამტკიცებს

NATO ალიანსის ბიუჯეტში თანხების შეტანის ახალ სქემას ამტკიცებს
NATO ალიანსის ბიუჯეტში თანხების შეტანის ახალ სქემას ამტკიცებს

NATO-მ ალიანსის საერთო ბიუჯეტში თანხების შეტანის ახალი ფორმულა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, აშშ-ი საკუთარ წილს ამცირებს, გერმანია კი ზრდის. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი ერთნაირად, ანუ ნატოს ბიუჯეტის 16-16 პროცენტს გადაიხდიან, დანარჩენი კი ალიანსის სხვა წევრებზე გადანაწილდება.

წინასწარი ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს, ლონდონში, NATO-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ თავდაცვით ბიუჯეტში, ამა თუ იქ ქვეყნის ფინანსური შენატანის მოცულობის განსაზღვრა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system