თავში

NATO: კორონავირუსის ფონზე თავდაცის ხარჯები არ უნდა შემცირდეს

​NATO: კორონავირუსის ფონზე თავდაცის ხარჯები არ უნდა შემცირდეს
NATO: კორონავირუსის ფონზე თავდაცის ხარჯები არ უნდა შემცირდეს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მოკავშირეებს უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს. სტოლტენბერგის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლამ გაზარდა აუცილებელი ხარჯები სხვა და სხვა მიმართულებით, თუმცა, ამის გამო ალიანსის თავდაცვის ხარჯები არ უნდა შემცირდეს. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უსაფრთხოების კრიზისამდე არსებული პრობლემები არსად გამქრალა და ისინი კიდევ უფრო მწვავე სახით არსებობს.

"რუსეთი აგრძელებს სამხედრო შეიარაღების ზრდას. ჩინეთის გაძლიერება ძალთა ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. „ისლამური სახელმწიფო“ კი განახლებული ძალით ცდილობს სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაკავებას. ამ ფონზე ჩვენ ალიანსის შეიარაღებული ძალებში ინვესტირება უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ალიანსის წევრები კოლექტიურ თავდაცვაში არასაკმარისად დაფინანსებისთვის. ტრამპმა მოკავშირეებს NATO-ს თავდაცვის სისტემაში თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ინვესტირებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system