თავში

NATO-რუსეთი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

​NATO-რუსეთი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება
NATO-რუსეთი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

დღეს ატლანტიკურ ალიანსს და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. NATO-სა და რუსეთის წარმომადგენლები ბოლო 18 თვის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ინფორმაციას DW ავრცელებს.

რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობს. მან ამ შეხვედრას NATO-რუსეთის ურთიერთობებში "გარდამტეხი მომენტი" უწოდა.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს გარანტიებს, რომ NATO არ გაფართოვდება და უკრაინასა და საქართველოს არ მიიღებს, შესაბამისად 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას შეცვლის. ბრიუსელში ამბობენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და NATO-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system