თავში

NATO-ს სამიტის თარიღი ცნობილია

NATO-ს სამიტის თარიღი ცნობილია
NATO-ს  სამიტის თარიღი ცნობილია

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში შეიკრიბებიან. ამის შესახებ ალიანსის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე მსჯელობის მთავარი თემა რუსული აგრესია, ტერორიზმის საფრთხეები, კიბერთავდასხმები, ახალი დამანგრეველი ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილებების გავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის მზარდი პოტენციალი იქნება.

სტოლტენბერგის განცხადებით ევროპისა და აშშ-ის ურყევი კავშირი ალიანსის მდგრადი სიძლიერის გარანტიაა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტი 2019 წლის დეკემბერში ლონდონში შედგა. 2020 წელს სამიტი კორონაპანდემიის გამო ვერ გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system