თავში

NBC: კორონავირუსმა შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს

NBC: კორონავირუსმა შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს
NBC: კორონავირუსმა შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს

სატელევიზიო არხ NBC-სთან ინტერვიუში ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა, დოქტორმა დენა გრეისონმა განაცხადა, რომ კორონავირუსმა შესაძლოა მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.

”ჩვენ უკვე ვიცით, რომ კორონავირუსი გრძელვადიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ნევროლოგიურ გართულებებსაც პროვოცირებს. ნამდვილად არსებობს შეშფოთება, რომ ვირუსმა მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს დაავადება  სისხლძარღვების პრობლემებს იწვევს”,- თქვა ექიმმა დენა გრეისონმა.

ერექციული დისფუნქცია მიეკუთვნება მამაკაცის ყველაზე გავრცელებულ სქესობრივ დარღვევათა რიცხვს. ის განისაზღვრება როგორც ქრონიკული ან განმეორებითი შეუძლებლობა, მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სქესობრივი აქტივობისთვის საკმარისი ერექცია. შედეგად იგი ვერ ახერხებს სექსუალური კავშირის დამყარებას პარტნიორთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system