თავში

ნეპალმა მესამე სქესი შემოიღო

ნეპალმა მესამე სქესი შემოიღო
ნეპალმა მესამე სქესი შემოიღო

ნეპალში, მოსახლეობის აღწერის კითხვარში, მდედრობითისა და მამრობითის გარდა, მესამე სქესის აღმნიშვნელი გრაფა დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეპალი სექსუალურ უმცირესობებს აღიარებს.

ჰიმალაის ლგბტ თემის წევრები დიდი ხანია ითხოვდნენ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ისინი რეალურად ყოფილიყვნენ გათვალისწინებული.

ნეპალის კანონები უმცირესობებისთვის, სკოლებსა და კოლეჯებში სწავლისა და ასევე სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. ლგბტ თემის წევრები აცხადებენ, რომ ამგვარი დიფერენციაციის არარსებობის პირობებში, ისინი შესაბამის პროგრამებში მონაწილეობას ვერ იღებენ. ნეპალის ცენტრალურ სტატისტიკურ ბიუროში აცხადებენ, რომ მოსახლეობის აღწერა 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, თუმცა სიახლის ტესტირება მანამდე მოხდება.

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ნეპალის 29 მილიონიანი მოსახლეობიდან, 900 000 ლგბტ თემის წარმომადგენელია.

ნეპალის კონსტიტუცია 2015 წლიდან კრძალავს სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაციას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system