თავში

ნეთანიაჰუ და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე შეხვედრაზე შეთანხმდნენ

​ნეთანიაჰუ და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე შეხვედრაზე შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ვითარების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ნეთანიაჰუ და ანუ დაბის ტახტის მემკვიდრე უახლოეს მომავალში შეხვედრაზე ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ.

აშშ-ის შუამავლობით, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოსთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ახალ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ქმნის გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. 

აბუ დაბის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამად იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ისრაელის პრემიერთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხი განიხილეს. იგეგმება ორმხრივი ვიზიტები ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system