თავში

ნეთანიაჰუსთვის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა

​ნეთანიაჰუსთვის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად
ნეთანიაჰუსთვის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და პარტია "ლიკუდის" ლიდერისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული 28-დღიანი ვადა დღეს ამოიწურა.

ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტის, რეუვენ რივლენის კანცელარია იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს შეუძლია მთავრობის ფორმირება ისრაელის პარლამენტის სხვა წევრს დაავალოს.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგად პარტია "ლიკუდმა" ქნესეთში 30 ადგილი მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია "ეშ ატიდმა" კი 17. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ პარტიის ლიდერი ხდება, რომელმაც მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ის პოლიტიკოსი დაასახელოს, რომელიც პარლამენტში შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას, მხარდაჭერით 120 პარლამენტარიდან 61-ით.

თუ პარლამენტარებმა არჩევნების შედეგების შემდეგ ვერ შექმნეს სამთავრობო კოალიცია, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system