თავში

Netflix-მა არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით სერიალი შეუკვეთა

​Netflix-მა არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით სერიალი შეუკვეთა
Netflix-მა არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით სერიალი შეუკვეთა

სტრიმინგ სერვისმა Netflix ახალი შოუ შეუკვეთა, რომელშიც მთავარ როლებს არნოლდ შვარცენეგერი და მონიკა ბარბარო ასრულებენ. პროექტი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, ჯაშუშური სათავგადასავლო სერიალი იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

"ბევრი წელია ჩემი ფანები მთელი მსოფლიოდან ამის შესახებ მთხოვდნენ და ახლა მიიღებენ სასურველს. ძალიან მიხარია, რომ სერიალზე მუშაობას მთელ გუნდთან ერთად ვიწყებ", - განაცხადა შვარცენეგერმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ახალი სერიალის პრემიერა.

შვარცენეგერი და ბარბარო მამა-შვილს თამაშობენ, რომლებიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობენ, თუმცა ამის შესახებ ერთმანეთს უმალავენ. ისინი ხვდებიან, რომ მათი ურთიერთობა ტყუილზეა აგებული და სინამდვილეში, ერთმანეთს სულო არ იცნობენ. მამა და შვილი გაერთიანდებიან და ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას იწყებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system