თავში

Netflix-მა შერლოკ ჰოლმსის და აჩვენა

​Netflix-მა შერლოკ ჰოლმსის და აჩვენა
Netflix-მა შერლოკ ჰოლმსის და აჩვენა

სერვისმა Netflix ფილმ "ენოლა ჰოლმსიდან" პირველი კადრები გაავრცელა. სიუჟეტი, არტურ კონან დოილის ცნობილი ინგლისელი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის დის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს. მთავარ როლს აქ "უცნაური ამბების" ვარსკვლავი, მილი ბობი ბრაუნი ასრულებს.

"ესაა ახალგაზრდა გოგო, რომელიც ამ ქაოსში საკუთარი თავის პოვნას ცდილობს და არ იცის, როგორ მოაგვაროს ყველაფერი, ეს უბრალოდ მოზარდის ასეთი რეალობაა. ის ძალიან ჭკვიანია, თუმცა ყველაფერს იუმორით აკეთებს, როდესაც შერლოკ ჰოლმსი ამას არ აკეთებდა", - ასე აღწერს პერსონაჟს ბრაუნი.

თავად დეტექტივს ჰენრი კავილი თანაშობს, რომელმაც DC-ის კინოსამყაროში "სუპერმენის" როლი განასახიერა.

გამოცემა USA Today-ის ინფორმაციით, ფილმი ეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში გამოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system