თავში

Netflix-მა ტელესერიალი "სახეცვლილი ნახშირბადი" ორი სეზონის შემდეგ გააუქმა

Netflix-მა ტელესერიალი "სახეცვლილი ნახშირბადი" ორი სეზონის შემდეგ გ
Netflix-მა ტელესერიალი სახეცვლილი ნახშირბადი ორი სეზონის შემდეგ გააუქმა

სტრომინგ-სერვისმა "Netflix" ტელესერიალი "სახეცვლილი ნახშირბადი" ("Altered Carbon"), რომელშიც ენტონი მაკი მონაწილეობდა, ორი სეზონის შემდეგ გააუქმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელესერიალის გაუქმება აპრილში გადაწყდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება COVID-19-ს არ უკავშირდება. "Netflix-მა" ბოლო დროს ორი სერიალი, "Society" და "I Am Not OK With This" გააუქმა. ეს კი ნამდვილად კორონავირუსს უკავშირდებოდა.

სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი "სახეცვლილი ნახშირბადი" ლეტა კალოგრიდმა ამავე სახელწოდების ინგლისელი მწერლის, რიჩარდ მორგანის 2002 წლის რომანის მოტივებზე შექმნა. სერიალი შორეულ მომავალში ამოგზაურებს მაყურებელს. ოცდამეშვიდე საუკუნეში დედამიწაზე ჩნდება ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ადამიანის ცნობიერების შენახვა ელექტრონული ფორმით. ამას გარდა, ადამიანს შემდეგ საშუალება აქვს ჩატვირთოს მისი ცნობიერება ახალ სხეულში. ფაქტობრივად, ეს კაცობრიობას საშუალებას აძლევს, მარადიულად იცხოვროს. მაგრამ ეს მომსახურება ძალიან ძვირია და მისი გამოყენება მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილ, მდიდარ და ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ. ამასთან, კათოლიკეები პროცედურაზე უარს ამბობენ. მათ სწამთ, რომ ადამიანის სული მისი გარდაცვალების შემდეგ ზეცაში უნდა წავიდეს. ამის გამო გამო ისინი მკვლელების სამიზნე გახდებიან, რადგან იციან, რომ მათი სხეული ინფორმაციას არ შეინახავს. მაგრამ ერთი მოვლენის შემდეგ მთავრობას ნება ეძლევა, გააცოცხლოს ერთი კათოლიკე ქალი, რათა მან სასამართლოში ჩვენება მისცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system