თავში

ნიდერლანდების აეროპორტმა სამსახურში 20 ღორი აიყვანა

​ნიდერლანდების აეროპორტმა სამსახურში 20 ღორი აიყვანა
ნიდერლანდების აეროპორტმა სამსახურში 20 ღორი აიყვანა

ნიდერლანდის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობამ სამსახურში ექსპერიმენტის სახით 20 ღორი აიყვანა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

იდეის ავტორების თქმით, ამან ფრენების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

ღორებს 6 კვირით ორ ასაფრენ ბილიკს შორის არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე დაასახლებენ.

სპეციალისტების თქმით, ღორები შეჭამენ შაქრის ჭარხლის ნარჩენებს, რომლებიც ბატებსა და სხვა ფრინველებს იზიდავს და ფრენებს საფრთხეს უქმნის.

აეროპორტის ხელმძღვანელობის თქმით, ბატებს, თავიანთი ზომითა და რაოდენობით, თვითმფრინავისთვის დიდი ზარალის მიყენება შეუძლიათ.

ექსპერიმენტის ავტორები სპეციალური რადარით შეადარებენ, როგორია აქტივობა უბნებზე, სადაც ღორები არიან და უბნებზე, სადაც ღორები არ არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system