თავში

ნიდერლანდებში დამსაქმებლები მოუწოდებენ, "ლოქდაუნი" გააუქმონ

​ნიდერლანდებში დამსაქმებლები მოუწოდებენ, "ლოქდაუნი" გააუქმონ
ნიდერლანდებში დამსაქმებლები მოუწოდებენ, ლოქდაუნი გააუქმონ

ნიდერლანდებში დამსაქმებელთა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას გააუქმოს მოუწოდეს, გააუქმოს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლებიც COVID-19-ის "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო დაწესდა. ინფორმაციას NOS ავრცელებს.

დამსაქმებელთა ორგანიზაციები VNO-NCW და MKB Nederland აცხადებენ, რომ "ლოქდაუნი" გარდაუვალი იყო დეკემბრის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა. მაგრამ, მათი თქმით, "ახლა ჩვენ "ომიკრონის" შესახებ მეტი ვიცით".

ამასთან, დამსაქმებლები ხაზს უსვამენ, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფის, ხანდაზმულების უმეტესობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერი" მიიღო, ამიტომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უნდა შემსუბუქდეს.

ამჟამინდელი "ლოქდაუნი" ნიდერლანდებში პარასკევამდე მოქმედებს და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს, გადაწყვიტოს, რა იქნება მომავალ კვირაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system