თავში

ნიდერლანდებში კორონავირუსის ტესტების ცენტრთან აფეთქება მოხდა

ნიდერლანდებში კორონავირუსის ტესტების ცენტრთან აფეთქება მოხდა
ნიდერლანდებში კორონავირუსის ტესტების ცენტრთან აფეთქება მოხდა

ჰოლანდიის კორონავირუსის ტესტების ცენტრთან მომხდარი აფეთქება შესაძლოა თავდასხმა ყოფილიყო. ამის შესახებ ჰოლანდიის პოლიციამ განაცხადა. 

აფეთქება დილის 7 საათზე მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დააზიანა გარშემო არსებული შენობები.

”აშკარაა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები იქ შემთხვევითი არ აღმოჩნდა”, - განუცხადა პოლიციის სპიკერმა გამოცემა Algemeen Dagblad-ს. მისივე თქმით, უცნობია რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს. ეს მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ეჭვმიტანილს დააკავებენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს ნიდერლანდებში კოვიდ ტესტების ცენტრზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.  ცოტა ხნის წინ, სამი ადამიანი დააკავეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი 16 წლის იყო. ახალგაზრდებმა ცენტრს ფანჯრები ჩაუმტვრიეს და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. მათ კედლებზე დაწერეს, რომ კორონავირუსი შეთქმულებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system