თავში

ნიდერლანდებში კორონავირუსისგან ყოველი მე-10 პაციენტი იღუპება

ნიდერლანდებში კორონავირუსისგან ყოველი მე-10 პაციენტი იღუპება
ნიდერლანდებში კორონავირუსისგან ყოველი მე-10 პაციენტი იღუპება

ნიდერლანდებში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა მცირდება. ქვეყანა COVID-19 შემთხვევების საერთო რაოდენობით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს, ინფიცირებულთა რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კერძოდ ინფიცირების შემთხვევების 10% ფატალურად სრულდება.

თავდაპირველად ნიდერლანდები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შვედეთის სტრატეგიას იყენებდა, რაც "კოლექტიური იმუნიტეტის" განვითარებას გულისხმობს. "კოლექტიური იმუნიტეტის" თეორია გულისხმობს, უარის თქმას ფართომასშტაბიან საკარანტინო ზონებზე, იმ იმედით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (რომელებიც არ შედიან რისკ ჯგუფში) სწრაფად დაინფიცირდება და დაავადებას მარტივად გადაიტანს, რის შემდეგაც მის მიმართ იმუნიტეტი გაუჩნდება. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ინფექციის გავრცელებიდან დიდი პერიოდის განმავლობაში შეზღუდვებს არ აწესებდა და მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის იმუნიტეტი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ნარჩუნდება. სწორედ ამის გამო, მარტის შუა რიცხვებში, ნიდერლანდების ხელისუფლებამ დახურა სკოლები, რესტორნები და სხვა ხალხმრავალი ადგილები. მარტის ბოლო მთავრობამ გაამკაცრა არსებული შეზღუდვები, კერძოდ მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისაკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 19,580 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 2,101 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system