თავში

ნიგერიაში 100-მდე გატაცებული ქალი და ბავშვი გადაარჩინეს

ნიგერიაში 100-მდე გატაცებული ქალი და ბავშვი გადაარჩინეს
ნიგერიაში 100-მდე გატაცებული ქალი და ბავშვი გადაარჩინეს

ნიგერიაში შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული 100-მდე ქალი და ბავშვი ორ თვეში გადაარჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ შტატის, ზამფარას პოლიციის უფროსმა, აიუფ ელკანამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გადარჩენილი პირები ნაშიმშილები იყვნენ და და ტანსაცმელი დახეული ჰქონდათ.

ელკანას ინფორმაციით, გადარჩენილთაგან 19 ჩვილია, 21 კი - სკოლის მოსწავლე.

ერთი დღით ადრე ნიგერიაში სკოლის 21 მოსწავლე გადაარჩინეს, რომლებიც კაცინას შტატის ბაკურას რაიონში 31 დეკემბერს გაიტაცეს.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა.

გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიაში 10 წლიანი კონფლიქტის მანძილზე ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა. ძალადობა მეზობელ სახელმწიფოებში - ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა, რასაც რეგიონის ამ სახელმწიფოების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ კოალიციური სამხედრო ძალების ფორმირება მოჰყვა.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system