თავში

ნიგერიაში 16 სამხედრო მოკლეს

​ნიგერიაში 16 სამხედრო მოკლეს
ნიგერიაში 16 სამხედრო მოკლეს

ნიგერიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ჩასაფრება მოაწყვეს. ისინი თავს დაესხნენ სამხედრო ნაწილებს, რომელებიც ტაჰოიას რაიონში პატრულირებდნენ. დაპირისპირებისას 16 სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ დროისთვის უცნობია რომელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განახორციელა შეტევა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ტერიტორიას, სადაც თავდასხმა მოხდა ჯიჰადისტური დაჯგუფებები აკონტროლებენ. მათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან - "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი.

შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 2018 წლიდან ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system