თავში

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის" 41 მებრძოლი მოკლეს

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის" 41 მებრძოლი მოკლეს
ნიგერიაში ბოკო ჰარამის 41 მებრძოლი მოკლეს

ნიგერიაში უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" 41 მებრძოლი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ სპეცოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატში ჩატარდა. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ნიგერიელმა სამხედროებმა მოდერნიზებული შეიარაღება აღმოაჩინეს და მათ ტყვეობაში მყოფი 60 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის დროს, ნიგერიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა.

გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიაში 10 წლიანი კონფლიქტის მანძილზე ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა. ძალადობა მეზობელ სახელმწიფოებში - ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა, რასაც რეგიონის ამ სახელმწიფოების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ კოალიციური სამხედრო ძალების ფორმირება მოჰყვა.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system