თავში

ნიგერიაში მანეკენის გამოყენება აიკრძალა

ნიგერიაში მანეკენის გამოყენება აიკრძალა
ნიგერიაში მანეკენის გამოყენება აიკრძალა

ნიგერიაში, ჩრდილოეთით მდებარე კანოს შტატში მანეკენების გამოყენება აკრძალეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მანეკენების საჯარო სივრცეში განთავსება შარიათის სწავლებასთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგანაც მანეკენები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამორალურ წარმოსახვებს იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში უახლოეს დღეებში შევა, რის შემდეგაც პოლიცია სამკერვალოებისა და ტანსაცმლის მაღაზიებში რეგულარულ რეიდებს მოაწყობს.

ცნობისთვის, კანო ერთ-ერთია ნიგერიის იმ 3 შტატიდან, სადაც შარიათის კანონი მოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system