თავში

ნიგერიაში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა

​ნიგერიაში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა
ნიგერიაში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა

ნიგერიაში სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც უკვე მეორე კვირაა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ. შემთხვევა ნიგერიის ქალაქ ლოგოსში მოხდა. დაპირისპირებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. Amnesty International-ის ინფორმაციით, ნიგერიაში დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე უკვე 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიგერიელები ძარცვასთან მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმის ქმედებებს აპროტესტებენ, რომელთაც, უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე წლებია კორუფციაში, გამოძალვაში, ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებენ. სპეცდანიშნულების რაზმი ხელისუფლებამ 11 ოქტომბერს გააუქმა, თუმცა მოსახლეობა სამართალდამცავი სტრუქტურების ფართომასშტაბიან რეფორმებს ითხოვს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system