თავში

ნიგერიაში თავდამსხმელებმა 110 ფერმერი მოკლეს

ნიგერიაში თავდამსხმელებმა 110 ფერმერი მოკლეს
ნიგერიაში თავდამსხმელებმა 110 ფერმერი მოკლეს

ნიგერიაში, ბორნოს შტატში ფერმერებზე თავდასხმის შედეგად, 110 ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელებმა მომუშავე მშრომელი ხალხი ბრინჯის მინდვრებში მიაბეს და ყელი გამოჭრეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მე ვგმობ ბორნოს შტატში ტერორისტების მიერ ჩვენი მშრომელი ფერმერების მკვლელობას. ამ უაზრო მკვლელობებმა მთელი ქვეყანა დააზარალა. მე გარდაცვლილთა ოჯახებზე ვფიქრობ და ვუსამძიმრებ მათ, ხოლო გარდაცვლილთა სულებმა მშვიდად განისვენონ", - განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა, მუჰამედუ ბუჰარიმ.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოგვიანებით უფრო მეტი ცხედარი იქნა ნაპოვნი, მაგრამ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მათი თქმით, თავდამსხმელებმა 15 ქალი გაიტაცეს.

ნიგერიის ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხშირია "ბოკო ჰარამისა" და "ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკის პროვინციის" დაჯგუფების თავდასხმები. ადგილობრივმა გუბერნატორმა მთავრობას ფერმერების დასაცავად ჯარისკაცებისა და სხვა უსაფრთხოების ძალების წევრების გადანაწილება სთხოვა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system