თავში

ნიგერიაში თავდასხმების შემდეგ 65 000-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა

ნიგერიაში თავდასხმების შემდეგ 65 000-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა
ნიგერიაში თავდასხმების შემდეგ 65 000-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 65,000-მდე ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა, მას შემდეგ რაც, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სასაზღვრო ქალაქზე რამდენიმე შეტევა განახორციელა.  თავდამსხმელების მიზანი იყო, შეეჩერებინათ ქვეყანაში შემოსული დახმარებები.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელ, სავარაუდოდ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების თავდასხმას მინიმუმ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი საზღვრის გადაღმა გაიქცა. 

”ოთხშაბათს, 14 აპრილს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში უკვე მესამეა, ქალაქი მოსახლეობის 80%-ზე მეტმა დატოვა.  ისინი იძულებული გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ,” - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNHCR-ს წარმოამადგენელმა, ბაბარ ბალოჩმა ჟენევაში გამართული ბრიფინგის დროს. 

იმავე ბრიფინგზე, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის სპიკერმა, იენს ლაერკმა განაცხადა, რომ დახმარების ოპერაციები დროებით შეჩერებულია.

”სიტუაცია ძალზე კრიტიკულია და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა შეუძლებელი გახდეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება”, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ლაერკის თქმით, თავდასხმის ძირითადი ობიექტები ჰუმანიტარული მუშაკები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system