თავში

ნიგერიის მთავრობამ Twitter-ი დაბლოკა

​ნიგერიის მთავრობამ Twitter-ი დაბლოკა
ნიგერიის მთავრობამ Twitter-ი დაბლოკა

ნიგერიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედ ინტერნეტ პროვაიდერებს და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს მოუწოდა, დაბლოკონ სოციალურ ქსელ Twitter-თან წვდომა.

BBC-ის ცნობით, მობილურების მომხმარებლები ამბობენ, რომ სოცქსელის გახსნისას პრობლემა აქვთ, თუმცა, ის კვლავ ხელმისაწვდომია ზოგიერთი ქსელის Wi-Fi-ს გამოყენებისას.

ნიგერიის სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის განცხადებით, ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, ასოციაციის წევრებმა უკვე შეასრულეს Twitter-ზე წვდომის შეჩერების მოთხოვნა.

ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გასცა აღნიშნული ბრძანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system