თავში

ნიცაში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იტალიაში დააკავეს

ნიცაში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იტალიაში დააკავეს
ნიცაში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იტალიაში დააკავეს

იტალიაში, 2016 წელს ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere ავრცელებს.

28 წლის ალბანელი ენდრი ელეზი, ქალაქ კაზერტაში აიყვანეს.

როგორც ირკვევა, მან იარაღით მოამარაგა ტერორისტი. დაკავება ევროპული ორდერის საფუძველზე მოხდა, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ გასცა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხში სატვირთო ავტომაქანით შევარდა ტერორისტი. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხევის ადგილზევე მოახდინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system