თავში

ნიუ-იორკის დამკრძალავ ბიუროებში ადგილი აღარ არის

ნიუ-იორკის დამკრძალავ ბიუროებში ადგილი აღარ არის
ნიუ-იორკის დამკრძალავ ბიუროებში ადგილი აღარ არის

ნიუ-იორკის შტატის დამკრძალავი ბიუროების დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ეი ლანოტმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ნიუ-იორკში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დრამატულად გაიზარდა. 

"გუშინდელი შუადღის შემდეგ ნიუ-იორკის სხვადასხვა დამკრძალავი ბიუროების დირექტორები მეუბნებიან, რომ მათ ოჯახების დახმარება აღარ შეუძლიათ, რადგან თავიანთი რესურსის მაქსიმუმს მიაღწიეს", - განუცხადა ლანოტმა CNN-ს განუცხადა. 

მისი თქმით, ახლა "ყველაზე დიდი მტერი დროა". 

"თქვენ გვატყობინებთ გარდაცვალების შესახებ, ჩვენ კი დაკრძალვისათვის მოსამზადებელი დრო სწორედ გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე გვაქვს. ახლა ამის დრო ფიზიკურად აღარ არის, რადგან ამ სიტუაციაში 2+2 4-ის ტოლი აღარ არის. საავადმყოფოებში, მზრუნველობის სახლებსა და კერძო სახლებში უამრავი ადამიანი კვდება. გვამების გაყინვაც დიდ პრობლემად იქცა. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკრძალვის სახლებ, გვამის დროებით შესანახ საცავებში ადგილების პრობლემაც უჩნდებათ, რაც ოჯახების დახმარების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზღუდავს. დამატებითი ადგილების შესაქმნელად დრო გვჭირდება, რომელიც ამ სიტუაციაში არ გვაქვს", - დასძინა მაიკლ ეი ლანოტმა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system