თავში

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ნიუ-იორკის მოქმედი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს წინააღმდეგ მისი თანამშრომლის მიერ გაჟღერებული ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ ობიექტურად უნდა იქნეს გამოძიებული, - ამის შესახებ ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. ინფორმაციას Daily News ავრცელებს.

”ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ქალი ასეთ კონკრეტულ რამეზე საუბრობს, პოლიციამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ გვჭირდება სრული და დამოუკიდებელი გამოძიება," - განაცხადა დე ბლაზიომ.

კუომოს ყოფილმა თანაშემწემ, ლინდსი ბოილანმა გუბერნატორის შესახებ ესე დაწერა, სადაც ის იხსენებს, რომ მან, მისი სურვილის წინააღმდეგ, ტუჩებში აკოცა. 

”გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თავის ადმინისტრაციაში ისეთი გარემო შექმნა, სადაც სექსუალური შევიწროება და ბულინგი იმდენად გავრცელებულია, რომ ის ყოველ წუთას მოსალოდნელია. ის ქალების შევიწროებით მათ მოწონებას გამოხატავს.  კუომო აშინებს მის კრიტიკოსებს. თუ ხმის ამოღებას გაბედავ - აუცილებლად მოიმკი ცუდ შედეგს”, - წერს ბოილანი.

აღსანიშნავია, რომ ეს სკანდალი კუომოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბის ფონზე აგორდა. გუბერნატორს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან არასწორი ზომები მიიღო ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. შედეგად, თითქმის 15 ათასი ხანშიშესული ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ისინი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system