თავში

ნიუ-იორკის პოლიციას ქალი პირველად უხელმძღვანელებს

​ნიუ-იორკის პოლიციას ქალი პირველად უხელმძღვანელებს
ნიუ-იორკის პოლიციას ქალი პირველად უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს ქალი უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე ნასაუს ოლქის დეტექტივის განყოფილების უფროსი, კიჩანტ სიუელი დაინიშნა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

სიუელის დანიშვნა განიხილება, როგორც ნიუ-იორკის ახლად არჩეული მერის, ერიკ ადამსის ერთ-ერთი საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მუშაობას 1 იანვარს შეუდგება და ახლა თავის ადმინისტრაციას აყალიბებს.

ნასაუს პოლიციაში მუშაობის 23 წლის განმავლობაში, აფროამერიკელი სიუელი, რომელიც ქუინსის რაიონში გაიზარდა, ნარკოტიკების კონტროლსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების განყოფილებებში მუშაობდა. 2020 წლის სექტემბერში ის დააწინაურეს და დეტექტივების განყოფილების უფროსად დანიშნეს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში დაახლოებით 35000 პოლიციელი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system