თავში

ნიუ-იორკში COVID 19-ით 343 უსახლკარო პირი დაინფიცირდა

ნიუ-იორკში COVID 19-ით 343 უსახლკარო პირი დაინფიცირდა
ნიუ-იორკში COVID 19-ით 343 უსახლკარო პირი დაინფიცირდა

ნიუ-იორკში ახალი ტიპი კორონავირუსით სულ მცირე 343 უსახლკარო ადამიანი დაინფიცირდა,  ამის შესახებ ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მერ ბილ დე ბლაზიოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

უსახლკარო პირთაგან დაახლოებით 20 ადამიანი გარდაიცვალა, თქვა ოფიციალურმა პირმა. ამ დროისთვის, 37 პირი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, 139 თავშესაფრში არის იზოლირებულნი. 81 ისევ საავადმყოფოშია, 35 კი ოჯახთან იმყოფება.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობითაც გლობალური ლიდერია, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 503 177 ადამიანს დაუდასტურდა.  შტატებში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 18 761-ს მიაღწია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც 7 844 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system