თავში

ნიუ-იორკში დედამ 5 წლის შვილი გატაცებას გადაარჩინა - VIDEO

ნიუ-იორკში დედამ 5 წლის შვილი გატაცებას გადაარჩინა
ნიუ-იორკში დედამ 5 წლის შვილი გატაცებას გადაარჩინა - VIDEO

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა, როცა უცნობმა კაცმა 5 წლის ვაჟი გასტაცა და ავტომობილში ჩასვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ავტომობილთან მივარდა და ვიდრე გამტაცებელი მანქანას დაძრავდა, ბავშვი ფანჯრიდან ამოიყვანა. 

გავრცელდა შემთხვევის ამსახველი შესაბამისი ვიდეოკადრებიც. 

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system