თავში

ნიუ-იორკში ვაქცინირებული პირებისთვის უფასო მარიხუანა დარიგდა

ნიუ-იორკში ვაქცინირებული პირებისთვის უფასო მარიხუანა დარიგდა
ნიუ-იორკში ვაქცინირებული პირებისთვის უფასო მარიხუანა დარიგდა

აშშ-ში, ნიუ-იორკში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ უფასო მარიხუანა. ამის შესახებ ინფორმაციას ctvnews ავრცელებს. 

აქტივისტებმა მარიხუანას ლეგალიზაციის აღსანიშნავად აქცია, სახელად "ჯოინთი აცრისთვის" დააორგანიზეს, რა დროსაც მანჰეტენში ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ მას აცრა ჰქონდა გაკეთებული, მიიღებდა უფასო "ჯოინთს".

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვსხედვართ და ადამიანებს ლეგალურად ვაძლევთ მარიხუანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის კამპანიას და ასევე ვცდილობთ, რომ მარიხუანა ფედერალურად გახდეს ლეგალური", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება ჩატარდება ვაშინტონშიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system