თავში

ნორვეგია ანტისემიტიზმისა და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

​ნორვეგია ანტისემიტიზმისა და შეთქმულების
ნორვეგია ანტისემიტიზმისა და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

ნორვეგიაში, ანტისემიტიზმისა და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის არის ინტერნეტის მონიტორინგი და რასიზმისა და ანტისემიტიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის მიზანია, რომ ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას არ შეუწყოს ხელი.

ნორვეგიის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის ლინდა ჰოფსტად ჰელელანდის განცხადებით, კრიტიკული აზროვნების განვითარება მოზარდებში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სხვადასხვა სახიფათო შეთქმულების თეორიების მომძლავრების პირობებში.

პროგრამა გრძელვადიანია და ხუთ წელიწადში ერთხელ მოსახლეობის გამოკითხვას და საზოგადოებრივი განწყობების შეფასებასაც ითვალისწინებს.

ანტისემიტიზმისა და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ მიმართული სახელწიფო გეგმის პრეზენტაცია ნორვეგიაში  ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს დაამთხვიეს - ისტორიის ტრაგიკულ პერიოდს, როდესაც ნორვეგიიდან 774 ებრაელის დეპორტირება მოხდა და მათგან მხოლოდ 35 გადარჩა.

ნორვეგიაში დღეს 800 ებრაელი ცხოვრობს და ყველაზე პატარა დიასპორაა ქვეყნაში.    

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system