თავში

ნორვეგიაში მთავრობა, შესაძლოა, "ისლამური სახელმწიფოს" გამო დაიშალოს

​ნორვეგიაში მთავრობა, შესაძლოა, "ისლამური სახელმწიფოს" გამო დაიშალოს
ნორვეგიაში მთავრობა, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს გამო დაიშალოს

ნორვეგიის პროგრესის პარტია, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის, იმუქრება, რომ მთავრობას დატოვებს, თუ ქვეყანაში დაბრუნდება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ქალი და მისი ორი შვილი. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული ტელეკომპანია NRK ავრცელებს.

პარტიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო ტერორისტი-ქალი და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი ნორვეგიაში უნდა დაბრუნდნენ, რადგან 5 წლის ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. გასული წლის აგვისტოში ის 12 კილოგრამს იწონიდა.

პროგრესის პარტიაში აცხადებენ, რომ ნორვეგიაში ბავშვების დაბრუნებაზე თანახმა არიან, თუმცა ქალის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 

ამჟამად ქალი და მისი 2 შვილი ერაყში იმყოფებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system