თავში

ნორვეგიაში ოჯახმა სახლში ვიკინგების სამარხი აღმოაჩინა

​ნორვეგიაში ოჯახმა სახლში ვიკინგების სამარხი აღმოაჩინა
ნორვეგიაში ოჯახმა სახლში ვიკინგების სამარხი აღმოაჩინა

ნორვეგიაში კრისტენსენების ოჯახმა კერძო სახლის რემონტის დროს უძველესი სამარხის ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც ვიკინგების ეპოქით თარიღდება. ამის შესახებ გამოცემა The Local წერს.

წყვილი საძინებელში იატაკს ცვლიდა, როდესაც რაღაც მბზინავი შენიშნა. ეს მცირე ზომის მრგვალი ნივთი იყო, რომელიც თავიდან ძველი სათამაშოს ბორბალი ეგონათ.

შემდეგ მათ მძივის ნაწილი, რკინის ცული და რამდენიმე სხვა ფრაგმენტი იპოვეს. რემონტი შეჩერდა, ოჯახმა კი ამის შესახებ კი ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა.

ადგილზე არქეოლოგები გამოცხადდნენ. მათ დაადგინეს, რომ არტეფაქტები ჩვენი წელღაღრიცხვის 950-დან 1050 წლებამდე პერიოდში იყო დამზადებული. ვიკინგების პერიოდის ნივთები მუზეუმში გადაიტანეს, სადაც სპეციალისტები მათ შესწავლას გააგრძელებენ.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ კრისტენსენების სახლის ქვეშ ვიკინგების ეპოქის საფლავი მდებარეობს, ვინაიდან ქვები, რომლებიც ადგილზე აღმოაჩინეს, სამარხი პირამიდის ნაწილს ჰგავს.

სახლი 1914 წელს არის აშენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system