თავში

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2021 წლისთვის

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2021 წლისთვის

ფრანგმა წინასწარმეტყველმა, ნოსტრადამუსმა 2021 წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა. ასტროლოგის თქმით, მომავალ წელს მსოფლიოს ასტეროიდების შემოტევა და თავის ტვინში მიკროჩიპის იმპლანტების მქონე სამხედროების გამოჩენა ელის.

XVI საუკუნის ფრანგმა ასტროლოგმა 1555 წელს ათასობით წინასწარმეტყველების კრებული დაწერა და გასული წლების განმავლობაში არაერთი მათგანი მართლაც ახდა. 

ნოსტრადამუსმა 3797 წლამდე თითოეული წელი იწინასწარმეტყველა. 

2021 წლის ჩანაწერში ნოსტრადამუსი წერს, რომ ”ცაზე ცეცხლის ნაპერწკლები გრძელ კვალს დატოვებს", რაც ასტეროიდების გამოჩენაზე მიუთითებს. ცნობისთვის, გასულ კვირას დედამიწას უკვე ჩაუქროლა ორმა დიდი ზომის ასტეროიდმა.

კიდევ ერთი საშიში პროგნოზი, რასაც ნორსტრადამუსი მიმდინარე წელს პროგნოზირებს მიკროჩიპის მქონე სამხედროების გამოჩენაა. მისი ჩანაწერების თანახმად უახლესი და მოწინავე ტექნოლოგიები მსოფლიო სამხედრო პერსონალში წინა პლანზე წამოიწევს. ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა გასულ წელს განაცხადა, რომ ჩინეთი "გაუმჯობესებული ბიოლოგიური შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცებს ავითარებს. 

ფრანგი წინასწარმეტყველის განცხადებით, რუსეთი ბიოლოგიურ იარაღს შექმნის, რომელსაც საზოგადოების განადგურება შეუძლია.

წყარო: გამოცემა Express.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system