თავში

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა ისევ გაუუქმეს

​ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა ისევ გაუუქმეს
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა ისევ გაუუქმეს

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გააუქმა. ამის მოტივად მან საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაასახელა.

ეს ფაქტი მის მონაწილეობას წლის პირველ გრანდ სლემში კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს.

СOVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე ჩოგბურთის სერბმა ვარსკვლავმა ვაქცინაციაზე უარი თქვა და ამით სკანდალს დაუდო საფუძველი.

ჯოკოვიჩს გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრება შეუძლია.

ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად გასულ კვირას მელბურნში ჩასვლისას გაუუქმდა, როცა მან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა.

თუმცა, მან ვიზის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი მოიგო და ქვეყანაში დარჩენის უფლება მოიპოვა. მას ასევე ავსტრალიის პირველობაზე თამაშის უფლება მაინც მისცეს.

სამედიცინო და სპორტულ წრეებში მისი გადაწყვეტილების მართებულობაზე საუბრობენ. ნაწილი საზოგადოების შეფასებით ის აუცილებლად უნდა აცრილიყო. ტურნირის ორგანიზატორებმა გამოსცეს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ავსტრალიის ღია პირველობის ყველა მონაწილეს ვაქცინაცია აუცილებლად ჩატარებული უნდა ჰქონოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system