თავში

"ნოვიჩოკის" გამომგონებელმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა

"ნოვიჩოკის" გამომგონებელმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა
ნოვიჩოკის გამომგონებელმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა

მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" ერთ-ერთმა შემქმნელმა, ვილ მირზაიანოვმა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც ამ ნივთიერებით მოწამლეს, ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მირზაიანოვმა, რომელიც 1995 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აღნიშნა, რომ მან მთელი თავისი შემდგომი სიცოცხლე შხამების გამოყენებასთან ბრძოლას მიუძღვნა. მეცნიერმა ასევე გაიხსენა, 1993 წელს მამაკაცთან შეხვედრის ფაქტი, რომელიც "ნოვიჩოკის" მოწამვლას გადაურჩა. ვილ მირზაიანოვმა განაცხადა, რომ იმ მამაკაცის და ნავალნის სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა.

"ყველა სიმპტომი მსგავსია. მან ყველაფერი გადალახა, გადარჩა. როგორც ჩანს, ნავალნის ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს. მაგრამ საბოლოოდ გამოჯანმრთელდება", - განაცხადა მირზაიანოვმა და აღნიშნა, რომ ნავალნის გამოჯანმრთელებამ შესაძლოა წელიწადს გასტანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system