თავში

NYT - ირანელი სამხედროების უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას მალავდნენ

​NYT - ირანელი სამხედროების უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას მალავდ
NYT - ირანელი სამხედროების უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას მალავდნენ

სამხედროები, რომელიც აიათოლა ალი ჰამენეის ექვემდებარებიან, ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის სამი დღის განმავლობაში უმალავდნენ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდალი ამირ ალი ხაჯიზადე პირველი სამხედრო მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც უკრაინულ თვითმფრინავზე იერიშის შესახებ შეიტყო. მან მომხდარის შესახებ კოლეგებს აცნობა. მათ შორის ირანის არმიის წარმომადგენლებს. მათ საჰაერო ხომალდის ჩამოგდება მხოლოდ სამი დღის შემდეგ აღიარეს.

NYT წერს, რომ სანამ ირანის ხელისუფლება თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფდა, ჰასან როჰანიმ სამხედროებთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

თეირანში, 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას, 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა.

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის Boeing 737-800-ის შემთხვევით ჩამოგდება აღიარა.

პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. აღნიშნულ ფაქტს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system