თავში

ოფიციალური ლიტვა ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს

ოფიციალური ლიტვა ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს
ოფიციალური ლიტვა ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეაფასებისას, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი უწოდა.

"ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი დახმარებას ახლა პუტინს სთხოვს. და ვის წინააღმდეგ? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც ქუჩებში ყვავილები მიაქვთ?" - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system