თავში

ოლიმპიური ცეცხლი მაყურებლის გარეშე აანთეს - VIDEO

​ოლიმპიური ცეცხლი მაყურებლის გარეშე აანთეს
ოლიმპიური ცეცხლი მაყურებლის გარეშე აანთეს - VIDEO

საბერძნეთში ტოკიოს 2020 წლის თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის ანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის გამო ღონისძიებამ ძველ ოლიმპიაში მაყურებლის გარეშე ჩაიარა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

უზენაესი ქურუმის როლში მსახიობი ქსანტი გეორგიუ გამოვიდა. მან ცეცხლი პარაბოლური სარკისა და მზის სხივების გამოყენებით აანთო.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გაიმართოს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ვრცელდება ხმები, რომ ოლიმპიადის ორგანიზებაში ცვლილებები შევა, ან თამაშები საერთოდ გაუქმდება. ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ოლიმპიური თამაშების გაუქმება იაპონიას 74.2 მლრდ დოლარს დააკარგვინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system