თავში

"ომიკრონ" აზროვნების შეცვლა შეუძლია - მეცნიერები

​"ომიკრონ" აზროვნების შეცვლა შეუძლია - მეცნიერები
ომიკრონ აზროვნების შეცვლა შეუძლია - მეცნიერები

კოროვირუსული დაავადების ჩვეულებრივი სიმპტომების გარდა, "ომიკრონის" შტამი ხშირად აზროვნების პროცესებში ცვლილებებს იწვევს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Express ავრცელებს.

მას მოჰყავს აპლიკაცია ZOE-ს მონაცემები, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში სიმპტომებს ადევნებს თვალს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით, "ნისლი თავში", შესაძლოა, "ომიკრონით" დაინფიცირებისთანავე მოხდეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სიმპტომები სხეულის რესპირატორული, სისხლის მიმოქცევის, ექსკრეციული და სხვა სისტემების დაზიანებით არის გამოწვეული.

აპლიკაციის შემქმნელების თქმით, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით დაავადებულთა თითქმის 50%-მა უჩვეულო სიმპტომების გამოჩენა აღნიშნა. მათ შორის "ომიკრონის" ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია "ნისლიანი აზროვნება“.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, "ომიკრონი" პაციენტების მეხსიერებაზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სხვა შტამები.

მეცნიერების თქმით, ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილებები, როგორიცაა არჩევანი ჩაის ან ყავას შორის,ზოგიერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს. ფიქსირდება მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მეხსიერების პრობლემებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system