თავში

"ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო

​"ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო
ომიკრონი უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ამ დროისთვის "ომიკრონის" შტამით ინფიცირების შემთხვევების შესახებ 77 ქვეყანამ განაცხადა და რეალობა ისაა, რომ ის, სავარაუდოდ, ქვეყნების უმეტესობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მაშინაც კი, თუ "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა, შესაძლოა, მოუმზადებელ ჯანდაცვის სისტემებს ისევ მძიმე ტვირთად დააწვეს.

"ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო: მარტო ვაქცინები ვერცერთ ქვეყანას ვერ გამოიყვანს ამ კრიზისიდან. ქვეყნებს შეუძლია, და უნდა აღკვეთონ "ომკრონის" შტამის გავრცელება შემზღუდავი ზომებით, რომლებიც ქმედითია", - დასძინა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი, 111 %-იანი ზრდა აფრიკის რეგიონში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system