თავში

"ომიკრონის" გავრცელების გამო აშშ 3 ათას სკოლას დახურავს

​"ომიკრონის" გავრცელების გამო აშშ 3 ათას სკოლას დახურავს
ომიკრონის გავრცელების გამო აშშ 3 ათას სკოლას დახურავს

აშშ-ში ათასობით სკოლამ არდადეგების შემდეგ მოსწავლეების კლასში დაბრუნება გადადო და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელებაა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ბევრი სკოლა ოფლაინ სწავლების განახლებას გეგმავს, მათ შორის ნიუ-იორკში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა პირობა დადო, რომ ვირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყნის უდიდესი სასკოლო სისტემის მუშაობას შეინარჩუნებს.

ქალაქებმა, მათ შორის მილუოკიმ, კლივლენდმა და დეტროიტმა, ან ონლაინ სწავლება შემოიღეს, ან გაკვეთილები საერთოდ გააუქმეს, რადგან "ომიკრონის" გავრცელების გამო ისინი პერსონალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამ კვირაში აშშ-ში 2,750-ზე მეტი სკოლა დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system