თავში

ომიკრონის შემთხვევები გასულ ორ დღეში გაორმაგდა

ომიკრონის შემთხვევები გასულ ორ დღეში გაორმაგდა
ომიკრონის შემთხვევები გასულ ორ დღეში გაორმაგდა

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი უკვე 89 ქვეყანაში დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, გასულ 2 დღეში ომიკრონის დადასტურებული შემთხვევები გაორმაგდა. 

ომიკრონი ნაკლებად ვრცელდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას უკვე აქვს იმუნიტეტი ვაქცინით ან მოხდილი ინფიცირებით. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამის შესახებ ეჭვი ჯერ კიდევ 26 ნოემბერს გამოთქვა. მალე მისი დადასტურებაც მოხდა. 

"ჯერ ისევ მცირეა მონაცემები ომიკრონით ინფიცირების კლინიკური სიმძიმის შესახებ. არ არის ცნობილი რამდენად მოქმედებს მისი დამძიმების შემთხვევებზე ვაქცინაცია, ან წინასწარ მოპოვებული იმუნიტეტი. უზღვავი შესაძლო მონაცემი არსებობს, რომელსაც მიმოვიხილავთ, მათ შორისაა ვაქცინირების ეფექტიანობა", - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში

მათ ასევე გამოსცეს გაფრთხილება შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო. ქვეყნები აცხადებენ, რომ საავადმყოფოები გადავსების საშიშროების პირასაა. დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზების შემთხვევების სწრაფი ზრდა შეინიშნება, მონაცემები ყოველდღიურად იზრდება, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემებმა დატვირთვის ზღვრულ ნორმას მიაღწიონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system